დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ... სულ ვფიქრობდი, რომ წერა ერთგვარი "დაგრუზულობის" გამომხატველი იყო... ახლაც შემეძლო არ დამეწერა, უბრალოდ მინდა ანალიზი... დავინახო რას ვფიქრობ...
სტანდარტები, მიზნები და საზოგადოდ ყველაფერი რაც ურთიერთობებშია საინტერესოა, მაგრამ უაზრო...
ყველა საშუალო სტატისტუკურ ადამიანს აქვს ღრმა რწმენა იმის, რომ ის ყველასგან გამორჩეულია... არადა, ყველაფერი ერთმანეთს გავს, ყოველთვის... უბრალოდ ეს ღრმა თემაა და არ მინდა.
ჩემთვის მენტალური შოკისმომგვრელი მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში დანახული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება არ არის... მხოლოდ ეს არა... არსებობს ბევრი სხვა კატეგორიებიც...
ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნათლად აღვიქვა, თუ რა დამაზარალებს და რა არა... დისბალანსები ყოველთვის საზიანოა ყველასთვის... მე ასე ვთვლი, ვისთვისაც არ არის საზიანო მარაზმად მიმაჩნია... აკეთებდე რაღაცას და იცოდე, რომ ვერასდროს მიიღებ მის ბალანსირებულ უკუჩვენებას კარგია, მაგრამ იყო გაურკვევლობაში ცუდია...
დაახლოებით 3-4 წლის წინ ვეცადე მომეკლა ჩემში ის ეგოიზმი, რომელიც ამ დედობრივ, იდიოტურ მზრუნველობას მოიცავდა... ვეცადე დამენორმირებინა ყველაფერი...
იმ one night-ების გარდა, ყველა ჩემი ურთიერთობა იყო რაღაც უაზრო იდიოტობების ჩვენება და მტკიცება, ზედმეტად კარგის გაცემა და ა.შ. რაც მე მოვკალი და ახლა, სპეციალურად ვაფუჭებ ხოლმე შიგადაშიგ ყველაფერს, რომ არ გამოვიდეს უაზრო და არაფრისმომცემი იმედგაცრუებები...
სპეციალურად ვაკეთებ ცუდს, ერთხელ დიდი ტრაგიკული - რატომ არ ვიმსახურებ უფრო მეტს?! რატომ არ შეიძლება კარგი ურთიერთობა მქონდეს მე?! "მეგობართან" ურთიერთობა 1 წლიანი ტანჯვა-წამებით დასრულდა... (რათქმაუნდა ბევრი კარგი და საოცარიც იყო)
ამიტომ, ვერიდები ისეთ ხალხს, ვისაც რაღაც ცუდი გადაუტანიათ უახლოეს წარსულში...
რომ არ მქონდეს გამოცდილი და არ ვიყო დარწმუნებული, არც ვიფიქრებდი... მაგრამ შემიძლია ვიყო უშეცდომო, შემიძლია ვიყო კარგიც, დადებითიც... უბრალოდ ამას სიკეთე არ მოაქვს... მითუმეტეს, როცა ვერ ხედავენ...
რაოდენ დიდი გამძლეობა მაქვს, ან უბრალოდ ბოლო წლების მანძილზე რაღაცეები გადავხარშე და დავიკიდე... რომ მოვითმინო ის, რასაც ვერ ხედავენ... ვერ აღიქვამენ...
ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მინდა დავსვა კითხვა... რატომ? რისთვის? რა დადებითს მომიტანს?... მე ვფიქრობ არაფერს...
ამ შეხედულების გამო არ მაქვს მიზანი... როცა მიზანი არ არის, როცა სტადიები ყინულოვანია, მოცურებაც ადვილია... უბრალოდ ცივი გონება ყოველთვის უფრო კარგად მედგა გვერდით, ვიდრე ემოციები... ბლინ, გუშინ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პირველად, მქონდა ემოცია... შემეშინდა და დავიკიდე... იმწამსვე დავავლე ხელი და სადღაც ქვევით, შორს, ბნელ ოთახში გამოვკეტე...
მერე საკუთარ თავზეც გამეცინა:
- რა მოგივიდა შეჩემა?
- ემოციური სლუკუნი.
- დაგცინებ, ეგ რა არის... რად გინდა შენ ემოცია? რამე მოგიგია ოდესმე? დაგხმარებია რამეში?
- არა, პირიქით.
- მოაშორე!
დიდი ხნის წინ მომწყინდა ზე-ადამიანობა... უშეცდომობა და იდეალურობა! დიდი ხანია ვცდილობ იდეალები მოვკლა და არავითარ შემთხვევაში, არავის გამო არ მივუბრუნდები მაგ საქმიანობას...
ერთგვარი ნარკომანიაა, იდიოტური მუზების დევნა და ემოციური აბაზანები... ნახრენ ყველაფერი, როცა შეიძლება ზუსტად იცოდე რა და როგორ! ზუსტად იცოდე რომ, არსებობს გრავიტაცია და ტრაკი მიწაზე უნდა დაატიო ადამიანმა...
Are you sure, you want to Reset?


0 comments:
Post a Comment