Wednesday, September 24, 2008

უსასრულობა / Infinity

     ხალხს სკოლიდანვე ასწავლიან, რომ ნულზე გაყოფა არ შეიძლება, ან რიცხვი ნულზე არ იყოფა... რაც რეალურად დიდი აბსურდია... გამოსადეგი და საჭირო კალკულაცია რომ არ იყოს .

     ყველაფერი უფრო მარტივია ვიდრე წარმოგვიდგენიათ. ოპტიკა თუ გისწავლიათ და გაგივლიათ ბრტყელი სარკის მიერ სხივის არეკლვის პრინციპი გემახსოვრებათ ფორმულა:



 


     სადაც N ნიშნავს გამოსახულებების რაოდენობას სარკის წინ და θ ნიშნავს კუთხეს.
ანუ, ბრტყელი სარკე რომ გატეხო შუაზე, 90°-ით გაუსწორო ერთმანეთს და შუაში რაიმე საგანი მოათავსო, ამ საგნის 3 გამოსახულებას დაინახავთ. შესაბამისად ფორმულა:






















Tuesday, September 23, 2008

ჯადოსნობა, ჩაზნექილი სარკე / Magic, Concave Mirror


ინფორმაცია

ზოგადად სარკეები, ძალიან საინტერესო მოწყობილობებია ჩვენს რეალობაში. გვიდევს სააბაზანოში, მისაღებში და არც კი ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორ მუშაობს... რა პრინციპით... 

  ერთერთი უჩვეულო ფორმის სარკე, ჩაზნექილი სარკე... რა აქვს ამ სარკეს უჩვეულო? - რათქმაუნდა ანარეკლი. სარკის ფუნქცია არის აირეკლოს სხეული. რათქმაუნდა არეკლვას სჭირდება სინათლის სხივი, რომ შეიქმნას ანარეკლის ვიზუალი. მაგრამ მე, თქვენთვის მიმოვიხილავ ცოტა განსხვავებული სახით. 

  ჩვეულებრივი სარკე ირეკლავს პირდაპირ, ნული გრადუსის დახრილობით. ცნობისთვის, რიცხვის ნულზე გაყოფა შეიძლება და უსასრულობას გაძლევს... თქვენ ალბათ ისწავლეთ, რომ რიცხვი ნულზე არ იყოფა, მაგრამ ეს ზუსტად სარკეების მეშვეობით მტკიცდება! ამაზეც შემოგთავაზებთ მომავალში ერთ პოსტს. რაც შეეხება ამოზნექილს და ჩაზნექილ სარკეებს, ისინი სხვადასხვა მიმართულებით ირეკლავენ შუქს. ერთი გარეთ, მეორე შიგნით. 

  ექპერიმენტის იდეა, მდგომარეობს იმაში, რომ დაგანახოთ არარსებული საგანი. წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი, შედიხართ და ხედავთ ყუთს, რომელზეც არის ნათურა თავისი ბუდით და ნათურა ანათებს. ჩვენ ვიღებთ და ნათურას უბრალოდ სადენიდან ვთიშავთ, ნათურა კი საერთოდ ქრება... რაშია საქმე? სად წავიდა ნათურა, რომელიც იყო და თან ანათებდა? - მარტივად გაჩვენებთ რაშიც არის საქმე: 

ანუ, რა ხდება ამ ნახატზე... ჩაზნექილი სარკის წინ დევს ყუთი, რომელშიც არის ანთებული ნათურა. ხოლო მის საპირისპირო მხარეს, ზემოდან არის მხოლოდ ნათურის ბუდე. ვდგავართ ამ მოწყობილების პირდაპირ და ნათურას ვხედავთ ყუთზე, ცარიელი ბუდის ადგილას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩაზნექილი სარკე აფოკუსირებს ანარეკლს ერთ წერტილში და ატრიალებს მას გაშლისას... შესაბამისად ქვემოთ, შიგნიდან შავად შეღებილ ყუთში არის ჩამოკიდული ანთებული ნათურა, რომლის ანარეკლსაც ატრიალებს და ზემოდან ასვამს ჩაზნექილი სარკე. მთავარია ჩვენ კარგად შევარჩიოთ დისტანცია სარკესა და ყუთს შორის, რომ ფოკუსის წერტილმა ცენტრზე გაიაროს. შემდეგ კი მივიღებთ ზემოთხსენებულ შედეგს. ის ვინც ამას ხედავს სახტად რჩება ნანახისგან და ვერაფრით ხვდება, სად შეიძლება წასულიყო ნათურა, რომელსაც ამწამს ხედავდა ასე რეალურად!

მგონი ყველაფერი გასაგებია. 

პლაზმური ბურთი / Plasma Globe

 ინფორმაცია

ინერტული გაზის განმმუხტველი მილი, ასე ეძახდა პლაზმურ ბურთს ნიკოლა ტესლა, მისი გამომგონებელი. ეს გამოგონება ერთერთი ულამაზესია პლაზმური გამოვლინების მხრივ. 

   რა არის პლაზმა? როგორც ვიცით, პლაზმა არის მეოთხე მდგომარეობა ბუნებაში. ის არ არის არც მდგრადი სხეული, არც თხევადი და არც გაზი. 

   პლაზმა იონიზირებული გაზია, რომელიც თავისი სტრუქტურით განსხვავდება ყველა დანარჩენი სხეულისგან ბუნებაში. მასში ელექტრონები დიდი რაოდენობით არიან თავისუფლად და არ არიან მიკრულნი ატომზე. იმის შესაძლებლობა, რომ დადებითი და უარყოფითი მუხტებით პლაზმას შეუძლია მოძრაობა, მას ხდის ელექტრულად გამტარს და შესაბამისად ის რეაგირებს ელექტრომაგნიტურ ველზეც. 

   როგორ მუშაობს პლაზმური ბურთი

   პლაზმური ბურთი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, ეს არის: სფერო, ატომის მაგვარი ელექტრო ბურთულა, რომელიც ელექტრო ენერგიით იმუხტება და გაზი (არგონი, ნეონი და ა.შ. აუცილებელია გაზი იყოს ინერტული, რომ არ შევიდეს რეაქციაში). პლაზმის წარმოსაქმნელად საჭიროა იონიზირება, შესაბამისად აუცილებელია ელექტრონების მოძრაობაში მოყვანა. ამისთვის ჩვენ ძაბვის დიდი ნაკადით ვმოქმედებთ მაგნიტურ ბურთულაზე, რომელიც დიდი რაოდენობით ელექტრონებს ისვრის. ელექტრონების ნაკადი მოძრაობს მაგნიტური ველის მიხედვით, სივრცისკენ. 

  ეს მოძრაობა დაახლოებით ჰგავს ჭექა-ქუხილს და მის ვიზუალს, იქაც ორი საპირისპირო მუხტის შეჯახებით წარმოიქმნება ეს ვიზუალი ჰაერში მოძრაობისას... რაც მთავარია, პლაზმის შესაქმნელად დიდი ძაბვაა საჭირო, მაგრამ გარედან ის საერთოდ არ არის საშიში. 

Monday, September 22, 2008

ბუმერანგი \ Boomerang

   

ინფორმაცია

   ბუმერანგის ტიპის ინსტრუმენტები მთელი მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეებში  არის აღმოჩენილი. 20.000 წლის წინანდელი ბუმერანგი აღმოჩენილი იქნა პოლონეთში. ეს იყო ბუმერანგი, რომელიც უკან არ ბრუნდებოდა. ექსპერტებმა ზუსტად იციან როდის და სად გამოიგონეს ბუმერანგი, რომელიც უკან ბრუნდება, მაგრამ არ არიან დარწმუნებული მის საწყისებზე.

   ავსტრალიელ აბორიგენებს ჰქონდათ და აქვთ ამ ხელსაწყოს დიდი კულტურა. ისინი იყენებდნენ უკან მოუბრუნებად ბუმერანგებს ნადირობაში. ამ ხელსაწყოს ნადირობისას გამოყენების მთავარი პრინციპი ის არის, რომ ფრენისას რკალისებურად მოძრაობს. არსებობს მითი, რომ აბორიგენებმა ბუმერანგი ჩიტის ფრთის მიხედვით, V ფორმით შექმნეს.

  ეს იყო და არის უდიდესი აღმოჩენა, ფრენის პრინციპის იდეა და საწყისი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელობაში - თვითმფრინავის, შვეულმფრენის და ა.შ. საფრენი მოწყობილობების (ცეპელინების გარდა რათქმაუნდა) ფრთის პრინციპი არის ზუსტად ანალოგი ბუმერანგისა... 

   მუშაობის პრინციპი

   როგორც ზემოთ ვახსენე, ბუმერანგი არის თვითმფრინავის ფრთის წინაპარი. მთავარი პრინციპი არის მისი დიზაინი:

   როგორც ხედავთ,  დაწვრილება ხდება ერთი კონკრეტული მიმართულებით და ერთმანეთისგან საპირისპიროდ, ანუ გამოდის, რომ ორივე ფრთა არის ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებული, სარკისებურად ამოტრიალებული, რაც ამ ხელსაწყოს ფუნქციონირებას განსაზღვრავს.



 


   როგორ გავაკეთოთ   

   ამ მარტივი და გენიალური ინსტრუმენტის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ ნახაზის მიხედვით... მე გამიკეთებია ბავშვობაში ”დსპ”-თი... ხის ჯვარედინი პრესით... კარგად დამუშავება უნდა სახეხით ან ქლიბით.  აი ეს არის სადამდეც უნდა მიხვიდეთ:

   უფრო კარგად რომ ნახოთ ზემოდან. ეს ბუმერანგი მემარჯვენესთვის არის... მნიშვნელოვანია რომელი ხელით ვისვრით, რომ ხელსაწყომ სწორად გაჭრას ჰაერი:

  შემდეგი იქნება პლაზმური ბურთი